Thursday, May 16, 2019

ბოლოცეცხლა
ბოლოცეცხლა (ლათ. Phoenicurus) — ფრინველების გვარი ბეღურასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 13,5–16 სმ.[1] შეფერილობაში შეხამებულია წითური, შავი, თეთრი და მურა ფერები; სახეობათა უმრავლესობას კუდი წითური აქვს; მამლები უფრო მეტად კაშკაშა ფერისანი არიან.[1] გავრცელებულია ევროპასა და აზიაშისაქართველოში 3 სახეობაა: ჩვეულებრივიშავი და წითელმუცელა ბოლოცეცხლა; ამათგან პირველი ორი მობუდარი გადამფრენია (ჩვენში მარტიდან ოქტომბრამდეა), წითელმუცელა ბოლოცეცხლა კი — მობინადრე. ჩვეულებრივი ბოლოცეცხლა ბინადრობს ტყეებში, ბაღებში, პარკებში; შავი ბოლოცეცხლა — ხრამებში, კლდეებზე, ალპურ მდელოებსა და ადამიანის სამოსახლოში, წითელმუცელა ბოლოცეცხლა — მაღალმთიანეთში — ხეობებში, კლდეთა ნაშალებში. აპრილ-მაისში დებენ 4-6 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 14 დღე. იკვებებიან მწერებით.
გარეგნული აღწერილობა: თხელი აღნაგობის ფრინველია, გრძელი მოჟანგისფრო-წითელი კუდით, რომელსაც დროდადრო აქანქარებს. მამრისთვის დამახასიათებელია შავი სახე და ყელი, თეთრი შუბლი, რუხი სხეულის ზედა ნაწილი და მონარინჯისფერო მკერდი და მუცელი. მდედრი და ახალგაზრდა ინდივიდი ზემოდან მოყავისფრო-მონაცრისფროა, ქვმოდან კი მოთეთრო ბეჟი. ბუდიდან გადმოფრენის პერიოდში ახალგაზრდა გულწითელას წააგავს, რომლისგანაც  კაშკაშა ფერის კუდითა და კუდზედა ბუმბულით განსხვავდება.
კვება: ძირითადად იკვებება მცირე ზომის მწერებით, მატლებით.
საბინადრო გარემო: ბინადრობს მრავალგვარი ტიპის ჰაბიტატში. ხშირად ადამიანების სამოსახლოსთან ახლოს... ბუდეს იკეთებს უმეტესად ნანგრევის ნაპრალში ან რაიმე ხვრელში
მსოფლიოში ფრინველთა დაახლოებით 10 ათასი სახეობაა, აქედან საქართველოში 400 გვხვდება.
1 აპრილი ფრინველთა საერთაშორისო დღეა (Internacional Bird Day), sputnik საქართველო ესაუბრა ქართველ ორნიტოლოგს ზურაბ ჯავახიშვილს, რომელმაც გამოყო საქართველოში მობინადრე ფრინველთა განსაკუთრებული სახეობები.
საქართველო, მიგრანტ და გადამფრენ ფრინველთათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტერიტორიაა. ყოველ წელს ქვეყანას გადაუფრენს მილიონზე მეტი ჩიტი. ამ მოვლენისთვის თვალის დევნება შეუძლია ყველა მსურველს, ვინც აჭარაში 2012 წლის მერე მუდმივად მიმდინარე ფესტივალს (Birdwatching) ესწრება.
ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ფრინველი, რომელიც დღეს საქართველოში გვხვდება — გავაზია(ლათ. Falco cherrug) სამწუხაროდ ძალიან მცირე პოპულაციაა, მხოლოდ სამი ბუდეა ნაპოვნი. ფრინველი წითელ წიგნშია შეტანილი, როგორც გადაშენების გზაზე მყოფი სახეობა. მისი ღირებულება რამდენიმე ათეულ ათას დოლარს შეადგენს. ბაზიერები ძირითადად სხვა ჩიტებზე სანადიროდ იყენებენ, ამიტომაც აქვს დიდი ფასი.
არიან ჩიტები, რომლებიც მხოლოდ კავკასიაში გვხვდება. ფრინველებს, რომელთა არეალიც მკაცრად განსაზღვრული ტერიტორიით შემოიფარგლება ენდემურს უწოდებენ, ასეთი საქართველოში შურთხია (Tetraogallus), სხვაგვარად მათ "მთის ინდაურებსაც" ეძახიან. შურთხი ძირითადად მაღალ მთაში ბინადრობს. 
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფრინველი საქართველოში ნიბლიაა (ლათ. Fringilla coelebs). ნიბლია მგალობელია და უფრო ხშირად გაზაფხულზე შეიძლება მისი ხმის გაგონება

საქართველოში გვხვდება ბატკანძერიც (ლათ. Gypaetus barbatus), ეს ჩიტი იმითაცაა საინტერესო, რომ სხვათა მსგავსად არა ბალახით, არამედ ძვლებით იკვებება. იგი დიდი ზომის ფრინველია ქორისებრთა ოჯახიდან. მისი გაშლილი ფრთების სიგრძე 3 მეტრს აღწევს. იგი ძალიან ჭკვიანი და მოხერხებულია. ძვალს ნისკარტით იჭერს, კლდოვან ადგილს არჩევს და დიდი სიმაღლიდან ძვალს აგდებს. ძვალი იფშვნება და ფრინველსაც მისი ჭამა უიოლდება. 

ორნიტოლოგებს ყველაზე ჭკვიან ფრინველად ყვავი მიაჩნიათ. არსებობს ფრინველთათვის სპეციალურად შემუშავებული ტესტები, რომელთაც ყველაზე უკეთ სწორედ ყვავები უმკლავდებიან. საქართველოში ყვავისებრთა რამდენიმე სახეობაა, მათ შორის კაჭკაჭი (ლათ. — Pica pica). მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კაჭკაჭებს თუთიყუშების მსგავსად ლაპარაკი შეუძლიათ. 







Friday, May 10, 2019

                მეგობრობა



მეგობრობა — პოზიტიური ურთიერთობა, დამოკიდებულება და გრძნობა ორ ან მეტ ადამიანს შორის, რაც ერთმანეთის მიმართ სიმპათიაშიერთგულებასა და ნდობაში გამოიხატება. ერთმანეთის მიმართ მეგობრული დამოკიდებულების მქონე ცალკეულ პირს მეგობარი ეწოდება. მეგობრობა, როგორც წესი, დამყარებულია მეგობრულ სიყვარულზე, ნდობაზე, საერთო მიზანსა და ურთიერთპატივისცემაზე, ასევე ხშირად საერთო ინტერესებზე. გადატანითი მნიშვნელობით მეგობრობის სახელით მოიხსენიებენ აგრეთვე ორგანიზაციებისქვეყნებისა ან ეროვნებათა კარგ ურთიერთობებს (მაგალითად, კავკასიელ ხალხთა მეგობრობა).
მეგობრობა ეს არის სიტყვა რომლის ქვეშ დიდი ფილოსოფია იმალება. წარმოუდგენელია უმეგობრო ადამიანის ცხოვრება. დღეს ყველაფერი განვითარების პიკამდეა მისული, მაგრამ ამ გრძნობის განსაზღვრა და შეფასება მიუწვდომელია თითოეულ ადამიანისათვის. ნამდვილი მეგობარი ის არის რომელსაც უთქმელად ესმის შენი, მეგობარი ეს ყველასათვის ხელმისაწვდომია ეს გრძნობა ყველას შეუძლია მაგრამ ნამდვილი მეგობრობა ეს უკვე ცალკე საკითხია, ის ყველას არ შეუძლია.

საუკეთესო მეგობარი თუ რაიმე უსიამონებაშია გახვეული, რა თქმა უნდა გინდა მისი დახმარება არაქვს მნიშვნელობა რა უსიამოვნება იქნება ეს. ძალიან ბევრჯერ გვტკენია გული სხვა ადამიანისგან. მაგრამ ამის დავიწყებაში გვეხმარება ასევე დეპრესიიდან გამოსვლაში. რაც შეეხება ნებისმიერ შემთხვევაში ის შენ გიცავს და გიფრთხილდება რაიმე უსიამოვნო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად. საუკეთესი “მეგობარი არის ადამიანი რომელსაც შენი სჯერა, მაშინ როდესაც თავად დაკარგული გაქვს საკუთარი თავის რწმენა.”
მხარში დაუდექით ყველა თქვენს მეგობარს როცა მას უჭირს და აგრძნობინეთ თქვენი მეგობრობა, სიყვარული მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ თუ ნამდვილი მეგობრობა არსებობს თქვენს შორის ის არასოდეს დამთავრდება.


                                                    ძაღლები




ძაღლი (ლათ. Canis) — ძუძუმწოვრების გვარი ძაღლისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 50-160 სმ, კუდისა — 20-50 სმ, მასა 6-80 კგ აღწევს. აქვთ რამდენადმე წაწვეტებული დინგი, დაცქვეტილი ყურები, მსხვილი და მძლავრი ეშვები. იკვებებიან ცხოველებით, ზოგი ჭამს მძორს, ბოსტნეულს, ხილს, ყურძენს და სხვ. მრავლდებიან წელიწადში ერთხელ. შობენ 1-19 უსუსურ ლეკვს. გავრცელებული არიან ყველგან გარდა ანტარქტიდისაახალი ზელანდიისამადაგასკარისასულავესისა და სხვა ოკეანური კუნძულისა. გვარში ცხრა სახეობაა, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 2 (მგელი და ტურა). ძაღლის გვარს მიეკუთვნება შინაური ძაღლი (C. familiaris), რომლის წინაპარია მგელი.
იმისთვის, რომ თქვენი საყვარელი არსება ყოველთვის კარგ ფორმაში იყოს და კარგად გრძნობდეს თავს, აუცილებელია მისი საგულდაგულო მოვლა. 
არის რამოდენიმე საშუალება იმის შემოწმების, თუ რამდენად ჯანმრთელია თქვენი ბინადარი.

4 რჩევა ცხოვრებისთვის იაპონელი ექიმისგან, რომელიც 105 წელი ცხოვრობდა

გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრეც კი იაპონელი ექიმი ჰინოჰარა სიგეაკი აგრძელებდა პაციენტების მკურნალობას და დღეში 18 საათამდე მუშაობდა. ის 105 წლის იყო.
ის ავრცელებს ცხოვრების პრინციპებს და საკუთარ რჩევებს.

1. ცხოვრებაში მთავარია - წვლილი, რომელიც გარე სამყაროში შეგაქვთ.

2. ნაკლები იფიქრეთ კვების სწორ რეჟიმსა და ძილზე და მეტი იხალისეთ.
3. ნუ შეწყვეტთ მუშაობას. ყოველ შემთხვევაში 70 წლამდე მაინც. 
4. თუ გინდათ დიდხანს იცხოვროთ, ნუ მოიმატებთ წონაში ზედმეტად.

Thursday, May 2, 2019

                                            9 აპრილი აქართველოს ისტორიაში ორ მნიშვნელოვან მოვლენას აერთიანებს - 1989 წლის ტრაგედიასა და დამოუკიდებლობის აღდგენას 1991 წელს. რუსული ჯარის მიერ თბილისში 21 ადამიანის მოკვლამ საყოველთაო დაუმორჩილებლობა გამოიწვია, რაც საბოლოოდ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა.                 
                                                       

მოვლენები, რომელიც წინ უძღოდა 9 აპრილის ტრაგედიას

9 აპრილის ტრაგედიამდე 3 კვირით ადრე აფხაზეთში ე.წ. ლიხნის ასამბლეა ჩატარდა, რომელზეც საქართველოს აფხაზი მოსახლეობის ნაწილმა საქართველოსგან გამოყოფა და რესპუბლიკის სტატუსი მოითხოვა.
ამერიკის შეერთებული შტატების საარქივო დოკუმენტებში, რომლებიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გამოითხოვა, წერია, რომ 1989 წლის 15 მარტს აფხაზეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარემ ბორის ადლეიბამ ხელი მოაწერა პეტიციას საბჭოთა კავშირისა და საქართველოს უმაღლესი საბჭოს სახელზე, რომელიც აფხაზეთისთვის საკავშირო რესპუბლიკის სტატუსის მინიჭებას, ან მოსკოვის პირდაპირ დაქვემდებარებაში გადასვლას მოითხოვდა.


მტრედი 1947 წელს სკინერმა გამოაქვეყნა ექსპერიმენტის შედეგები, რომლის დროსაც გალიაში მოათავსეს მცირე წონის მტრედები. მათ რეგულარულად...